Acerca de
CPA მიდგომა
CPA (Concrete, Pictorial, Abstract)
CPA მიდგომა - ეს არის სწავლების ეფექტური მეთოდი, რომელიც მოსწავლეებში აბსტრაქტულ აზროვნებას ავითარებს წინარე ცოდნაზე ახალი ინფორმაციის დაშენებით, რისთვისაც იყენებს ფიზიკურ და ვიზუალურ მასალას. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ სიღრმისეულად გაიგონ მათემატიკური საკითხები, ცნებები თუ თეორიები.
კონკრეტული - „კეთების“ ეტაპი, სადაც პრობლემის გადასაჭრელად გამოყენებულია რეალური ობიექტები. ის აცოცხლებებს ცნებებს, მოსწავლეები მანიპულირებენ საგნებით და ცოდნას იღებენ კონკრეტულ ან ფიზიკურ გამოცდილებებზე დაყრდნობით.
ილუსტრირებული - „დანახვის“ ეტაპი, სადაც ვიზუალური მასალით ხდება მათემატიკური პრობლემების წარმოდგენა და გადაჭრა. ეს საფეხური მოსწავლეს ეხმარება სქემების აგებაში და ფიზიკური ობიექტების აბსტრაქტულ სურათებთან, დიაგრამებთან ან მოდელებთან დაკავშირებაში.
აბსტრაქტული - „სიმბოლური“ ეტაპი, სადაც მოსწავლეები პრობლემის გადაჭრისას იყენებენ აბსტრაქტულ სიმბოლოებს. ამოცანების ამმოხსნა ხდება მათი შინაარსობრივი გაგებითა და მათემატიკური სიმბოლოების გამოყენებით: ციფრები, რიცხვები, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა.