top of page
Irakli Tsereteli

მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელძღვანელო

Max მათემატიკა უკვე 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში


Max Math - ის მათემატიკის სახელმძღვანელოები დაგეხმარებათ, თქვენს საგაკვეთილო პროცესში დანერგოთ მათემატიკის სწავლების ახალი მეთოდები. Max Math-ის წიგნები, რომლებიც სინგაპურის მეთოდსა და CPA მიდგომაზეა დაფუძნებული, ხელს შეგიწყობთ, მოსწავლე საგაკვეთილო პროცესი გახდეს პერსონიზებული. ამ მეთოდით მოსწავლეები არამხოლოდ მათემატიკას, არამედ 21-ე საუკუნისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებენ, როგორიცაა: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, კოლაბორაცია, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციის უნარი, ფიქრის უნარი, კრეატიულობა და ასე შემდეგ.


CPA მიდგომა რომ განვმარტოთ სწორად ამ უნარების განვითარებას მოიაზრებს: C – Concrete, კონკრეტული, ეს მოიაზრებს პრობლემის გადასაჭრელად რეალური ობიექტების გამოყენებას, რათა ბავშვებისთვის საკითხი უფრო თვალსაჩინო გახდეს და ადვილად აღიქვას მისი კომპლექსურობა, P – Pictorial, ილუსტრირებული, ეს გულისხმობს ვიზუალური მასალით სხვადასხვა მათმატიკური თავსატეხის წარმოდგენას, გაიგივებასა და საბოლოოდ გადაჭრას, რაც დაბალი კლასის მოსწავლეებს ძალიან უადვილებთ და ასევე დიდ ინტერესს გამოხატავენ ამ სახალისო მიდგომის მიმართ, რის შედეგადაც უფრო მეტად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და ბოლოს A – Abstract, აბსტრაქტული, რაც მოიაზრებს სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებას, მათემატიკური პრობლემის გადასაჭრელად, ეს მეთოდი ბავშვებს უმარტივებს აღქმის უნარს, რაც მეტ საშუალებას აძლევს რომ უკეთესად დაძლიონ რთული ამოცანები და თავსატეხები გახდნენ მათთვის გასაგები.


როგორც უკვე ცნობილია საჯარო სკოლაში 2022/2023 აკადემიურ წელს დაინერგა მე-5 და მე-6 კლასებში ბილინგვური Max მათემატიკის სახელძღვანელო და როგორც კვლევამ აჩვენა ამ მიდგომამ ძალიან გაამართლა საქართველოს არაერთ დიდ ქალაქში, როგორებიცაა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვების საკმაოდ დიდ რაოდენობას ბევრად უფრო მეტად შეუყვარდა მათემატიკა და საყვარელ საგნადაც მოიხსენიებენ.


კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რამაც როგორც მოსწავლეზე, ასევე მასწავლებელზე დიდი გავლენა იქონია:


1. სახელძღვანელო ძალიან გასაგები ენით არის შექმნილი, რაც უმარტივებს როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს საკლასო აქტივობების და დავალების შესრულებას;

2. ძალიან საინტერესო და მოსწავლეზე მორგებული მასალაა მოცემული, რაც ზრდის მოსწავლის ჩართულობას;

3. მოსწავლეს ეძლევა საშვალება რომ მასალა სიღრმისეულად განიხილოს. მასალა დალაგებულია პრინციპით: მარტივიდან - რთულისაკენ;

4. სახელძღვანელოს ყავს პერსონაჟები, ვინც უხსნის ეტაპობრივათ მოსწავლეს სხდასხვა რთულ დავალებას. ეს მათ უხალისებს საგაკვეთილო პროცესს და ზრდის კლასის სრულ ჩართულობას;

5. გამოიკვეთა ის ფაქტორიც, რომ ორ ენოვანი სახელძღვანელოს დანერგვამ საკლასო ოთახში გამოიღო ძალიან კარგი შედეგი, რადგან ბილინგვური სახელძღვანელოს გამოყენება უვითარებს ცოდნას და გამოცდილებას;

6. კოგნიტური და სოციალური მიმართულებები სახელძღვანელოს თანმდევი დადებითი მხარეებია, რომლებიც მოსწავლეებს ხელს უწყობს მასალის აღქმისა და უკეთესად გაგებას. აღსანიშნავია რომ კოლაბორაციული სწავლება კლასიში სრულ ჩართულობას მოითხოვს, რაც ძალიან მოსწონთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებელს.


Max მათემატიკა საშუალებას იძლევა ნებისმიერი ბავშვი, განურჩევლად მისი მათემატიკის ცოდნისა და სიყვარულისა, დააინტერესოს და მაქსიმალურად ჩართოს საგაკვეთილო პროცესში. კვლევამ ასევე აჩვენა რომ ბავშვები იმაზე მეტ დავალებას ასრულებენ სამუშაო რვეულში, ვიდრე მათ მასწავლებლები აძლევენ, რაც ცალსახა მტკიცებულებაა იმის რომ, ინტერესის დონე საკმაოდ მაღალია და ბავშვებისთვის საგანს სახალისოს, განსხვავებულს და დასამახსოვრებელს ხდის. Max მათემატიკის-ის წიგნებში მოცემული კომპლექსური დავალებები, იმდენად კარგად და დეტალურად არის ახსნილი, თავისი მაღალი ხარისხის დასურათებითაც, რომ ბავშვებს საერთოდ აღარ ეჩვენებათ ეს სავარჯიშოები რთული და კომპლექსური.


რადგან Max მათემატიკის სახელმძღვანელოების პილოტირება მე-5 და მე6 კლასებში წარმატებით განხორციელდა, მას დაემატა მე-3 და მე-4 კლასები, საჯარო სკოლებში. ამიტომ ახალი აკადემიური წლიდან Max მათემატიკის-ის სახელძღვანელოები (3-6 კლასის ჩათვლით) დაპილოტირდება 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში, პედაგოგებს კი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი, რათა ახალ სასწავლო წელს მომზადებულები და მოტივირებულები შეხვდნენ.

745 views1 comment

1 Comment


Nana Skhvediani
Nana Skhvediani
Jun 28, 2023

კერძო პირებზე თუ ხდება გაყიდვა მსურს შევიძინო თითო ეგზემპლარი

Like
bottom of page