ავტორი: თეიმურაზ ახობაძე
თანამედროვე პირობებში მოსწავლეებთან მუშაობა უფრო მრავალფეროვანი გახდა. ერთი მხრივ, ის გამარტივდა, რადგან მოსწავლეები სწრაფად ითვისებენ და იგებენ სასწავლო მასალას, მეორე მხრივ კი - ვაწყდებით სირთულეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ განათლების პრიორიტეტი ინდივიდუალური მეცადინეობა გახდა და მოსწავლეების აზროვნების დიაპაზონი გაფართოვდა.
მათემატიკის სწავლების განსაკუთრებული როლი გონებრივ განათლებაში - ინტელექტის განვითარებაშია. ეს აიხსნება იმით, რომ მათემატიკის სწავლების შედეგები არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ აზროვნების გარკვეული სტილიც.
სწავლების ტრადიციული მეთოდები ყოველთვის გულისხმობდა მოსწავლის პასიურ პოზიციას. ასეთი სწავლების ორგანიზება ეფუძნება მასწავლებლის მიერ მზა დასკვნების გადაცემის პრინციპს: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ფაქტებს, აანალიზებს მათ, ცხადია, აქ იგულისხმება გარკვეულწილად მოსწავლეების საძიებო აქტივობაც, თუმცა დომინირებს ზემოთაღნიშნული მზა დასკვნების გადაცემა.
„აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ ცოდნა მოსდევს აზროვნებას“ - დ. პერკინსი. 1. განსაზღვრეთ და გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიზნები და შედეგები; 2. დაანახეთ მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების ღირებულება; 3. საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ, პრობლემურ საკითხებზე; 4. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში; 5. განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი; 6. ასწავლეთ მოსწავლეებს როგორ ისწავლონ. თანამედროვე სწავლება ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
1. მოსწავლე ყოველთვის უნდა იყოს სასწავლო პროცესის ცენტრი;
2. სწავლება უნდა იყოს ინდივიდუალური და ადაპტირებული თანამედროვე სწავლების პრინციპებზე;
3. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოტივაცია სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია;
4. სწავლება უნდა იყოს დაკავშირებული მოსწავლეების ცხოვრებასთან და რეალობასთან.
გვახსოვდეს, რომ კლასი არის პოზიტიური განწყობის, სინათლისა და ხალისით სწავლის ადგილი.
ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ასეთი ატმოსფეროს შესაქმნელად. მაშინ თავად მოსწავლეებს მოუნდებათ თქვენთან მოსვლა. მათ ეცოდინებათ, რომ თქვენგან ყოველთვის შეძლებენ მხარდაჭერის მიღებას.
სად შეიძლება ამ წიგნების შეძენა?